top of page
logo - aembi.jpg

პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე ფოტო მოყვარულებს  ა ე მ ბ ი  ფოტო რედაქტორის პოზიციას სთავაზობს.

ძირითადი მოვალეობა ჩვენი ლამაზი პროდუქციისთვის სარეკლამო ფოტოების გადაღებაა, რომლებიც უნდა განთავსდეს ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე ასევე სოციალურ ქსელებში.

თუ დაინტერესდი გამოგვიგზავნეთ პორტფოლიო, ფოტოები ან ლინკები, სადაც შევძლებთ ვნახოთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოების გარკვეული რაოდენობა, რომ შეგვექმნას წარმოდგენა ემთხვევა თუ არა თქვენი ფერთახედვა ა ე მ ბ ი ს.

letters@aembi.com

 

რჩევები:

თუ თქვენს მიერ აქამდე გადაღებული ფოტოები მარკეტინგული სტილით არ ხასიათდება, (არის შავ-თეთრი, დაბურული, ფილტრებით, ეფექტებით დაძველებული) ასეთი ფოტოების გამოგზავნას არ გირჩევთ. თუკი გადაწყვეტთ ახალი ფოტოების გადაღებას, ამისათვის გთავაზობთ კონკრეტულ მინიშნებებს. იმისათვის რომ თქვენი გადაღებული ფოტოები იყოს წარმატებული და ჩვენც გაგვიადვილდეს შერჩევა გთავაზობთ კონკრეტულ მინიშნებებს.

  1. ფოტო უნდა იყოს ნათელი და პოზიტიური. ნაკლებად ნოსტალგიური, ნაკლებად ემოციური. უნდა იყოს ხალისიანი და ინსპირაციული.

  2. ფერები, რომლებსაც გამოიყენებთ უნდა იყოს მშვიდი და ერთმანეთთან შეთავსებული. სასურველია იყოს პასტელური და ჯდებოდეს ჩვენი ბრენდის, პროდუქციის დომინანტ ფერებთან, საერთო პალიტრასთან.

  3. ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ფილტრების, ეფექტების და დაბურვის გარეშე.

  4. სარეკლამო პროდუქტი უნდა იყოს ცენტრალურ ნაწილში. 

  5. დამატებითი ნივთები უნდა იყოს საინტერესო, უცხო, და შინაარსობრივ კავშირში სარეკლამო პროდუქტთან. თუმცა არა უფრო მეტად ყურადღების მიმქცევი,  ვიდრე სარეკლამო პროდუქტი, რომელსაც იღებთ (მაგალითად მკვეთრი ორნამენტებით, წარწერებით, ნახატებით გაფორმებული).

  6. ფოტოზე არ უნდა ჩანდეს სხვა ბრენდის ლოგო, წარწერა ან საფირმო ნიშანი.

სხვა ნიმუშების ნახვა ასევე შეგიძლიათ ბმულებზე გადასვლით:

Facebook

Instagram

Twitter

Pinterest

Geo.jpg
Eng.jpg
  • facebook icon
  • instagram icon
  • Twitter icon
  • youtube icon
  • pinterest icon
bottom of page