logo - aembi.jpg

მგეგმავი არის ყოველდღიური გეგმების წიგნი. ყოველკვირეული და ყოველთვიური დანაყოფები გეგმების წინასწარ გასაწერად იდეალური საშუალებაა. ჩანაწერებისთვის განკუთვნილი საკმაოდ სქელი  დანაყოფი საკმარისია, რომ დამატებით სხვა წიგნაკის ტარება აღარ დაგჭირდეთ და ჩანაწერებიც გეგმების წიგნშივე გააკეთოთ. კონტაქტების დანაყოფში კი შეგიძლიათ ყველა საჭირო კონტაქტი შეიტანოთ და ამგვარად ყველა საჭირო ინფორმაციას მოუყაროთ თავი ერთ საერთო ადგილას.

ჩვენ მგეგმავში ყველაზე კომფორტული ისაა, რომ თქვენ შვებულებების და არდადაგების დროს თუ დაისვენებთ არცერთი გვერდის გამოტოვება არ დაგჭირდებათ, რადგან გვერდები დათარიღებული არ არის. მგეგმავს მოყვება 2020 და 2021 წლების კალენდრები, რომლებიც სანიშნის მოვალეობასაც ასრულებს. მისი დახმარებით თვითონვე ძალიან ადვილად  შეიყვანთ თარიღებს თქვენთვის საჭირო დროს. მგეგმავს დართული აქვს ასევე მყარი ჯიბე, სადაც შეძლებთ შეინახოთ თქვენთვის სასურველი ჩანაწერები და მცირე ზომის წიგნაკიც კი. 

მგეგმავი

SKU: 201
GEL55.00Price
    Geo.jpg
    Eng.jpg
    • facebook icon
    • instagram icon
    • Twitter icon
    • youtube icon
    • pinterest icon
    0-

    www.aembi.com

     ©   აემბი   2020   ყველა უფლება დაცულია