ჩვენი პროდუქცია ფრანქფურტის საერთაშორისო გამოფენაზე

ყოველწლიურად გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ტარდება საერთაშორისო გამოფენა PAPERWORLD, სადაც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოსული საწარმოები. ისინი ყოველწლიურად წარადგენენ სიახლეებს, ახალ კოლექციებს. ფრანქფურტის ეს გამოფენა უდიდესია ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის. მასში მონაწილეობას იღებს ყოველწლიურად რამდენიმე ათასი საწარმო და ასობით ათასი დამთვალიერებელი. ჩვენ ამაყები ვართ, რომ გვხვდა წილად ბედნიერება მონაწილეობა მიგვეღო და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შორის პირველად წარგვედგინა საქართველოში დამზადებული ხარისხიანი, ბრენდული პოლიგრაფიული ნაწარმი.