ჩვენი კომპანია სიამოვნებით აძლევს საშუალებას სტუდენტებს (ახალგაზრდებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი) სასწავლო პროცესის პარალელურად იმუშაონ ჩვენ სტუდიაში. ამისათვის გთავაზობთ მოსახერხებელ გრაფიკს, სამუშაო საათების ლექციებთან შეთავსებას და ინდივიდუალური 30 სთ/კვირაში განრიგის შედგენას.
ა ე მ ბ ი მეგობრული ოჯახია.
ჩვენ ვქმნით საგნებს, რომლებიც ადამიანებს სიხარულს ანიჭებენ. ამიტომ გულის ნაწილის ჩადება ამ საქმეში მთავარი მოთხოვნაა. წვრილი დეტალების დამუშავებისას ყურადღებით დაკვირვებაა საჭირო, ამიტომ “მჭრელი თვალი” და სიზუსტის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია. მოთმინების უნარი კი დაგეხმარებათ მშვიდად აკეთოთ ერთი საქმე მთელი დღის განმავლობაში.სამუშაო არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია სეზონზე, შესაძლებელია ერთი სეზონი ერთი ტიპის საქმეს დაეთმოს, ან იცვლებოდეს საჭიროების შესაბამისად.
სამუშაო დღე - 9:00 - 18:00
დასვენების დღე - კვირა
სტუდიის თანამშრომლის ხელფასი: სრულ განაკვეთზე - 400 ₾
თუ დაინტერესდი გამოგვიგზავნე წერილი, მოგვიყევი საკუთარ თავზე, გამოცდილებაზე, ინტერესებზე, რისი კეთება გიყვარს, რა გეხერხება, თავისუფალ დროს როგორ ატარებ, რა მიზანი გაქვს...
გამოგვიგზავნე რამოდენიმე ფოტოსურათი, რადგან ხანდახან ფოტო შეიძლება ბევრ სიტყვაზე მეტის მთქმელი იყოს.
რჩევა: იყავი ნაკლებად ოფიციალური, ჩვენ ვაფასებთ გულწრფელობას.
აღნიშნული ვაკანსია სპეც. განათლებას არ საჭიროებს, ამიტომ რეზიუმეს გამოგზავნა საჭირო არ არის.
გთხოვთ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ მოცემული ფორმა დართული წერილით, ასევე შეგიძლიათ ჩასვათ ბმული თქვენი ფოტოსურათების და სხვა წყაროების მისათითებლად, რაც დაგვეხმარება უკეთესად გაგიცნოთ, ან გამოგვიგზავნოთ სურათები და სხვა ფაილები ელექტრონულ მისამართზე: