top of page
logo - aembi.jpg

ჩვენი კომპანია მეგობრული და ნიჭიერი ადამიანებისგან შედგება. ერთობა და საქმის სიყვარული აქამდე გადადგმული წარმატებული ნაბიჯების საფუძველია. გვჯერა, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი ამ გზის გაგრძელება და ამიტომაც ჩვენი კარი მეგობრული და შრომისმოყვარე ადამიანებისთვის ყოველთვის ღიაა.

ა ე მ ბ ი ოჯახია, ხოლო ოჯახში მთავარი ერთმანეთის ნდობა და ერთგულებაა. შემოქმედებითობა ის ნიშანია, რომელსაც ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ადამიანები, რომლებიც ჩვენ სტუდიაში მუშაობენ სხვადასხვა ასაკის არიან, უყვართ ხელსაქმე, შეუძლიათ დიდხანს, მოთმინებით და ყურადღებით იმუშაონ პროდუქტის დამუშავების როგორც ერთსა და იმავე ეტაპზე, ასევე მზად არიან ისწავლონ პროდუქციის დამუშავების ახლი მეთოდები, შემდეგ მოთმინებით ასწავლონ და დაეხმარონ დამწყებ თანამშრომლებს. ყოველი თანამშრომელი პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მუდმივი თანამშრომლობა,  გუნდის წევრობას ნიშნავს. მიზნები საერთოა, ამიტომ ყველა თავდაუზოგავად ასრულებს საერთო საქმის თავის წილ წვლილს.. სტუდიაში მშვიდი და მეგობრული გარემოა. 

ჩვენ ვქმნით საგნებს, რომლებიც ადამიანებს სიხარულს ანიჭებენ. ამიტომ გულის ნაწილის ჩადება ამ საქმეში მნიშვნელოვანია. წვრილი დეტალების დამუშავებისას ყურადღებით დაკვირვებაა საჭირო, ამიტომ “მჭრელი თვალი” და სიზუსტის შეგრძნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაო არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია სეზონზე, შესაძლებელია მთელი სეზონი ერთი ტიპის საქმეს დაეთმოს, შეიძლება იცვლებოდეს საჭიროების შესაბამისად. 

სამუშაო დღე - 9:00 - 18:00 
დასვენების დღე - კვირა
სტუდიის თანამშრომლის ხელფასი: სრულ განაკვეთზე - 400 ₾

აღნიშნული ვაკანსია სპეც. განათლებას არ საჭიროებს, ამიტომ რეზიუმეს გამოგზავნა საჭირო არ არის.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი, ასევე შეგიძლიათ ჩასვათ ბმული თქვენი ფოტოსურათების და სხვა წყაროების მისათითებლად, რაც დაგვეხმარება უკეთესად გაგიცნოთ, რაც მთავარია საკონტაქტო ნომერი არ დაგავიწყდეთ. ელექტრონულ მისამართზე:

letters@aembi.com

Geo.jpg
Eng.jpg
  • facebook icon
  • instagram icon
  • Twitter icon
  • youtube icon
  • pinterest icon
bottom of page