top of page
logo - aembi.jpg
logo - aembi.jpg
საკანცელარიო პროდუქციის საგამომცემლო კომპანიაანვითარებას, ასევე პოზიტიური განწყობის შეტანას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
   ა ე მ ბ ი  საკანცელარიო პროდუქციის საგამომცემლო კომპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს შემოქმედებითი უნარების გაღვივებას და განვითარებას, ასევე პოზიტიური განწყობის შეტანას ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

     თითოეული პროდუქტი შექმნილია მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მოთხოვნის გათვალისწინებით, არსებული მდგომარეობის შესწავლით და მაქსიმალურად ოპტიმალური შედეგის ძიებით. 

     პროდუქცია, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის დაბეჭდილია უმაღალესი ხარისხის საღებავებით. იმისთვის, რომ პროდუქცია იყოს უსაფრთხო ვატარებთ  დამატებით  სამუშაოებს. ხარისხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, მზად ვართ არა ერთი დამატებითი ეტაპი გავიაროთ იმისთვის, რომ მომხმარებელი იყოს სრულფასოვნად დაკმაყოფილებული. დიზაინის  შექმნისას გამოვრიცხავთ  სტერეოტიპული ილუსტრაციების გამოყენებას, მასალები შერჩეულია ასევე გრამაჟის მიხედვით, რომ პროდუქტის წონა იყოს მისაღები ბავშვისთვის.       

     დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერთა შერჩევას, რადგან მიგვაჩნია, რომ ფერების სწორი, ან არასწორი შეთავსება მოქმედებს როგორც ბავშვის, ასევე მოზრდილი ადამიანის ემოციურ განწყობაზე. ამიტომ ვცდილობთ პროდუქციაში დომინირებდეს ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული მშვიდი ფერები. 

     მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მასალებისგან მზადდება, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყოველი ადამიანისთვის, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს არა მხოლოდ ხარისხით, არამედ ფასითაც და დარჩეს ჩვენი ერთგული.

  

Geo.jpg
Eng.jpg
  • facebook icon
  • instagram icon
  • Twitter icon
  • youtube icon
  • pinterest icon
bottom of page