top of page
logo - aembi.jpg
logo - aembi.jpg
PC.jpg

ჩვენი კომპანია სიამოვნებით აძლევს საშუალებას სტუდენტებს (ახალგაზრდებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი) სასწავლო პროცესის პარალელურად იმუშაონ ჩვენს მაღაზიაში. ამისათვის გთავაზობთ მოსახერხებელ გრაფიკს, სამუშაო საათების ლექციებთან შეთავსებას და ინდივიდუალური 30 სთ/კვირაში განრიგის შედგენას. 

 

ბარათი 1.jpg

ა ე მ ბ ი მეგობრული და ნიჭიერი ადამიანებისგან შედგება. ერთობა და საქმის სიყვარული აქამდე გადადგმული წარმატებული ნაბიჯების საფუძველია. გვჯერა, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი ამ გზის გაგრძელება და ამიტომ ჩვენი საფირო მაღაზიის კარი სწორედ მეგობრული და შრომისმოყვარე ადამიანებისთვის არის ღია.

მოლარე კონსულტანტი, შეიძლება იყოს სტუდენტი, კურსდამთავრებული ან ნებისმიერი ასაკის ადამიანი. სასურველია ჰქონდეს კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება, რომ სრაფად შეისწავლოს სალარო პროგრამა და შეძლოს მომხმარებელთა თავისუფლად მომსახურება, თუნდაც ხალხმრავლობის პერიოდში. ასევე შეძლოს იურიდიული პირებისთვის ელექტრონული საბუთის გამოწერა.

ის შეისწავლის პროდუქციას და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას. პერიოდულად ჩაატარებს აღწერას და იზრუნებს პროდუქციის განლაგებაზე. სასურველია საუბრობდეს ინგლისურ ენაზე. 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 28 საათი.

სამუშაო დღე 3 ნაწილად არის დაყოფილი. 
დროს ირჩევთ და ათანხმებთ კოლეგებთან.  

ანაზღაურება:
1 ცვლა - 250 ₾
2 ცვლა - 500 ₾
3 ცვლა - 750 ₾  

(საათები შეთანხმებით)

თუ დაინტერესდი გამოგვიგზავნე წერილი, მოგვიყევი საკუთარ თავზე, გამოცდილებაზე, ინტერესებზე. გამოგვიგზავნე რამოდენიმე ფოტოსურათი, რადგან ხანდახან ფოტო შეიძლება ბევრ სიტყვაზე მეტის მთქმელი იყოს.

აღნიშნული ვაკანსია სპეც. განათლებას არ საჭიროებს, ამიტომ რეზიუმეს გამოგზავნა საჭირო არ არის.

წერილში ასევე შეგიძლიათ ჩასვათ ბმული თქვენი ფოტოსურათების და სხვა წყაროების მისათითებლად, რაც დაგვეხმარება უკეთესად გაგიცნოთ, ან გამოგვიგზავნოთ სურათები და სხვა ფაილები ელექტრონულ მისამართზე:

letters@aembi.com

ბარათი 2.jpg
Geo.jpg
Eng.jpg
  • facebook icon
  • instagram icon
  • Twitter icon
  • youtube icon
  • pinterest icon
bottom of page